ექსტრა მითი კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც რებრენდინგის საფუძველზე ექსტრა მითის სახელით დამკვიდრდა ბაზარზე. ექსტრა მითი უკვე თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ევროპული ხარისხის საწარმოდ ჩამოყალიბდა.
წარმოება მუშაობს 3 ძირითადი მიმართულებით: ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის. 
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ძვირადღირებული დანადგარები,საზღვარგარეთ კვალიფიცირებული ტექნოლოგები, საქმისადმი ერთგული თანამშრომლები,სწორად წარმართული საწარმოო პროცესები და მართებულად დაგეგმილი მენეჯმენტი, ეს ყველაფერი ერთად გახდა განმაპირობებელი ფაქტორი იმასა, რომ ექსტრა მითმა უმოკლეს ვადებში მოიპოვა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორებიცაა HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი.ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი.)
აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.
პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.
კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას.სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.

დაგვიკავშირდით

სოციალური ქსელი

ვიდეო

ფოტო გალერეა