კომპანიის შესახებ

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ექსტრამითი” 2010 წლიდან ბაზარზე წამყვან პოზიციას იკავებს.
თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების საწარმო უკრაინელი ტექნოლოგის ხელმძღვანელობით 3 ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ხორცპროდუქტები, თევზის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები.

სხვადასხვა სახეობის სოსისები თუ სარდელები, მოხარშული, შებოლილი, ნედლად შებოლილი ძეხვეული, შაშხების და სხვა მრალვალფეროვანი ასორტიმენტი ქართულ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული რეცეპტურით მზადდება.

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “უწყვეტად განაგრძობს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებას და მათ მომზადებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად, წორედ ამიტომ კომპანიაში დანერგილია საერთაშორისო სერთიფიკატები: ISO 9001- ხარისხის მართვის სისტემა – და ISO 22000: (HACCP)-სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა.
ასევე აღსანიშნავია არაგენმოდიფიცირებულობის სერთიფიკატი- NON-GMO.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მონიჭებული უფლებით კომპანია “ექსტრამითი” ერთადერთი საწარმოა საქართველოში, რომელიც ფლობს ლიცენზიას აწარმოოს სოსისი სახელად “საბავშვო”

“ექტსტრამითის” დიდ ოჯახში, ერთიანდება მშრომელი და მაღალ კვალიფიციურ ადამიანები.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია შექმნას ღირსეული პროდუქტი თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

“საკვები ოჯახისთვის” – ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელსაც ექსტრამითი უკვე წლებია დიდი წარმატებით უძღვება

2018 წელს კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა.

“ექსტრამითი” უცვლელი სახელითა და ღირებულებებით, თუმცა ახალი სახით, ახალი ხედვითა და მიდგომებით ქართულ ბაზრზე წარსდგა. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში შექმნას გემრიელი, სანდო, სუფთა, და ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ოჯახური შემართებითაა დამზადებული