მისია

შევქმნათ და ხელმისაწვდომი გავხადოთ პრინციპულად კარგი საკვები მშრომელი ადამიანებისთვსი.

მიზანი

მუდმივად გამართული პროდუქტის შექმნით, გავხდეთ ქუთაისური წარმოების ეტალონი.

ფასეულობები

ფასეულობები

მშრომელი ადამიანი ეს ჩვენი უმთავრესი ფასეულობაა. ფასეულობა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ადამიანებს ეხებათ. გამართული პროდუქციის წარმოებით, ჩვენ ვაფასებთ როგორც ჩვენი მომხმარებლების, ასევე და უმთავრესად ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამშრომლების შრომას.

ოჯახურობა

ოჯახურობა

ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ერთი საერთო საქმითა და მიზნებით. ოჯახურობას ჩვენთან თითოეული თანამშრომელი გრძნობს და ყველა ჩვენგანი ყველაფერს აკეთებს ამ ოჯახის ერთიანობის და სიძლიერის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.

პირნათელი დამოკიდებულება

პირნათელი დამოკიდებულება

ჩვენ პირნათლად ვემსახურებით ჩვენს საერთო ოჯახსა და მომხმარებლებს. ჩვენთან, ისევე როგორც ყველა ოჯახში, სამართლიანობის დაცვა უმთავრესი პრინციპია , სწორედ ამას ეფუძვნება ჩვენი ერთმანეთთან და მომხმარებელთან ურთიერთობა .

ჯანსაღი აზრი

ჯანსაღი აზრი

ჩვენ გვჯერა, რომ განვითარებისთვის აუცილებელია საკუთარი თავისა და გარემოს სწორად შეფასების უნარი. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს და რეალისტურად ვაფასებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი კი გვეხმარება რეალურ გარემოში ადაპტირებასა და განვითარებაში.

სლოგანი

სლოგანი

საკვები ოჯახისთვის!